15 წელი არაფერი მშველოდა. ამ წამალმა კი თვალის დახამხამებაში გამიქრო აკნე!
ჩემი ჩემი ქმარი საწოლში ნამდვილი მხეცი გახდა... ის ახლა ნამდვილი ულაყია ...
ჩემი კანი ახლა იდეალურია, გამიქრო შავი წერტილები და ლაქები

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახემლწიფო აკადემიური ანსამბლის წევრი და მოცეკვავე 21 წლის ლაშა სახეჩიძე, სავარაუდოდ, საკუთარი ხანჯლით დაჭრეს, რომელსაც საცეკვაოდ იყენებდა. დაპირისპირება და სისხლიანი გარჩევა უზნაძის N68 ნომერში ანსამბლის ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირება და ჯგუფური ჩხუბის მიზეზი სიგარეტი გახდა, როდესაც ლაშა სახეჩიძესა და მის მეგობრებს უცნობმა პირებმა სიგარეტი სთხოვეს სწორედ ამას მოყვეს შელაპარაკება და უცნობებმა, სავარაუდოდ, ხანჯლით დაჭრეს 21 წლის მოეკვავე.

ბიჭს მხოლოდ ერთი შემავალი ჭრილობა აქვს თუმცა მას რამდენიმე ორგანო დაუზიანდა, გულ-მკერდი, ღვიძლი და კუჭი. რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს იქიდან გამომდიანრე რომ ანსამბლის შენობა ალადაშვილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, კლინიკაში განაცხადეს რომ თავად გაიგეს ხმა რომ შველას თხოვდნენ კონკრეტული პირები და საკუთარი ხელით მიიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი.

ანსამბლის წევრები ბევრს არაფერს ჰყვებიან, თუმცა ადასტურებენ, რომ დაჭრა ნამდვილად მოხდა. მას შემდეგ კი რაც 21 წლის ბიჭი საკუთარი ხანჯლით დაჭრეს დამნაშავე პირები ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს უკვე იდენტფიცირებულები ჰყავს.

“შემოყვანილი იქნა კლინიკაში თვითდინებით გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობით, დანით მიყენებული. მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა და პაციენტი შეყვანილ იქნა საოპერაციოში, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ერთ ჯერზე კიდევ დაფიქსირდა გულის გაჩერება.

ამ ეტაპზე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება არასტაბილური ჰემოდინამიკით თავის ტვინის დაცვითი ნარკოზით ორჯერ გულის გაჩერების შემდეგ აქვს თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება და მდგომარეობა არის მძიმე”, – განუცხადა “ტვ პირველს” ალადაშვილი სახელობის კლინიკის ექიმმა.

ტელეკომპანია “პირველი”