


რუსთავში 21 წლის გოგო ურთიერთშელაპარაკების დროს მისმა 18 წლის მეგობარმა გოგომ ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ჩვენი ინფორმაციით დაპირისპირების მიზეზი ბიჭი გახლავთ. როგორც ირკვევა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ეს სამწუხარო შემთხვევა.
შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 წლის გოგო.