19 ივლისს საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც დაცხება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +40, ხოლო რამით +25 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +40 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +39 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.