თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. “დაიბადა გოგონა, ყველაფერი კარგადაა” – განუცხადა AMBEBI.GE -ს “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” ექიმმა ლალი ტურძლაძემ.
ყველაფერმა რომ კარგად ჩაიარა ეს კარგია, მაგრამ თავად ფაქტი უმძიმესია.
გოგონა რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან გადაიყვანეს კლინიკაში. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ.
არასრულწლოვანი 11 წლის იყო, მეექვსე კლასში, როცა დაორსულდა. არასრულწლოვანია ბავშის მამაც.
გამოძიება მიმდინარეობს სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე.