ქუთაისში ექიმი მონიკა დანელია გარდაიცვალა. ინფორმაციას თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს.

,,არაჩვეულებრივი ადამიანი ,განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი დააკლდა ჩვენს კლინიკას.
კლინიკის ადმინისტრაცია, თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მონიკა დანელიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს მეგობრებს, კოლეგებს.” – წერს კლინიკა ფეისბუკზე.