ბათუმში მეათე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მოზარდს ანევრიზმა გაუსკდა.

„ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა X-2 კლასის მოსწავლე, საბა ზოიძე… მშვიდად განისვენოს სულმან მისმან იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.